გრიგოლ ვაშაძე: ყველა ვჯდებით შემოსასვლელთან, სათითაოდ ხელში აგვიყვანონ და ისე გაგვიტანონ აქედან სათითაოდ

417

ყველა ვჯდებით შემოსასვლელთან, სათითაოდ ხელში აგვიყვანონ და ისე გაგვიტანონ აქედან სათითაოდ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა პარლამენტთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დარბევის მიუხედავად, ისინი მაინც მივლენ პარლამენტთან და ბოქლომს დაადებენ პარლამენტის შესასვლელს.

„თხოვნა გვაქვს თქვენთან ყველასთან, ჩვენ იმდენი არ ვართ, რომ ამათ წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგრამ ყველა ვჯდებით შემოსასვლელთან, სათითაოდ ხელში აგვიყვანონ და როგორც მათ მასწავლებელ პუტინს სჩვევია, ისე გავიტანონ აქედან სათითაოდ, რომ ჟურნალისტებმა ყველამ გადაიღონ, რა დემოკრატია აგვიშენა ოლიგარქმა საქართველოში, მაგრამ რამდენჯერაც დაგვარბევენ, იმდენჯერ მოვალთ ისევ და ბოქლომს დავადებთ. იმის ნაცვლად, რომ სპეცრაზმი საოკუპაციო ხაზთან იდგეს, ჩვენ გვებრძვიან

აბა ორგანიზებულად, გახსოვდეთ, ქალები გვყავს, არავითარი წინააღმდეგობა, ძალადობა, აგვწიონ ხელში, გაგვიტანონ, ზუსტად ისევე როგორც მათი პუტინი აკეთებდა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს პიკეტირების დასაშლელად 30 წუთი მისცა. პარალელურად, წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსები რესპუბლიკის მოედანზე უკვე არიან მობილიზებული. აქვეა სპეციალური ჯავშანტექნიკა, სახანძროს და სასწრაფოს მანქანები.