საპატრულო პოლიციის უფროსის განმარტებით, სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხდება

514

წინა სტატია

შსს-ის საპატრულო პოლიცის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სამართალდამცავთა ოდენობის ზრდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვისაა.

როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხდება.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ აქციის წევრებს 30 წუთი მისცა პიკეტირების შეწყვეტისთვის. დრო, პრაქტიკულად, იწურება. სპეცტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი მობილიზებულია როგორც ჩიტაძის ქუჩაზე, ისე რესპუბლიკის მოედანზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატები გეგმავენ პარლამენტში მისვლას და ბიუროს სხდომის ჩატარებას.