პოლიციამ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა დააკავა

425

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამართლადამცავები რურუას იარაღის უაკნონო ტარება შენახვას ედავებიან.

“ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დანაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები!

უზურპატორი უნდა გავუშვათ, ან ის დაგვტოვებს სამშობლოს გარეშე!!!” – წერს არხის გენდირექტორი ნიკა გვარამია.