საქართველოს რეგიონებში ცხინვალში გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

542

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს ექვს ქალაქში სხვადასხვა სამედიცინო დაწერებულების ექიმების “თეთრი ხალათების” აქციები გაიმართა, სადაც ექიმის დაუყოვნებლის გათავისუფლება მოითხოვეს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, მათ ცხინვალელ კოლეგებს ოსურ ენაზე მიმართეს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.

აქცია გამართეს მედი კლაბ ჯორჯიას ექიმებმაც. ისინი კლინიკის წინ გამოვიდნენ ბანერებით, რომლებზეც ეწერა: “თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს”, “ექიმები საზღვრებს გარეშე”.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში გამართულ აქციას სამედიცინო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკები შეურთდნენ.

„ყველა მედიკოსი და სამედიცინო დაწესებულება არის ერთსულოვანი. ჩვენც ვუერთდებით აქციებს და ვითხოვთ ბატონი ვაჟას უპირობო გათავისუფლებს. ეს არის ექიმი, რომელმაც დაიმსახურა პაციენტების სიყვარული და წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანი იმყოფებოდეს უკანონო პატიმრობაში“, – განაცხადეს აქციაზე.

„თეთრი ხალათის“ აქციები გაიმართა ასევე ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და თელავში.

ამასთან, დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში, გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთანაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გაერო-ს ექიმის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით მიმართეს.

გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო რესის ინფორმაციით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ დამდგარა და გამოძიება გრძელდება.