ამბროლაურის სოფელ აბარში, ონის სოფელ ხიდეშლებში და წყალტუბოს სოფელ სორმონის ტყეში ხანძარია

804

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია, ცეცხი ბალახს და ბუჩქებს უკიდიათ, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ხანძარი 30 ჰექტარზეა გავრცელებული.

“ადგილზე მობილიზებულია რეგიონის 40 მეხანძრე – მაშველი და 20 ადგილობრივი მცხოვრები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ტარიელ დალაქიშვილი აცხადებს, ხანძარი ლოკალიზებული არ არის თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ხანძრის ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, რომელმაც უშუალოდ დაათვალიერა ხანძრის კერები“, – ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის თქმით, დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.

ასევე, ხანძარია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლების ტყეშიც, სადაც ცეცხლს 80 მეხანძრე-მაშველი აქრობს.

ამასთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს წყალტუბოს სოფელ სორმონის ტყეშიც, სადაც ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველთა 8 ჯგუფი მუშაობს.