კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლო გახდა

758

დედაქალაქის  მთავრობის გადაწყვეტილებით, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლოდ გამოცხადდა.

მერიამ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და უბნის ტურისტული დანიშნულების გათვალისწინებით აკრძალა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ქუჩაზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება დაევალა, ხოლო კრწანისის რაიონის გამგეობას – ბოლარდების დამონტაჟება. საჭიროების შემთხვევაში, ცინცაძის ქუჩაზე მხოლოდ სპეციალური დანიშნულების მანქანების მოძრაობა იქნება დასაშვები.

მერიის ცნობით, შარშან სექტემბერში საფეხმავლოს სტატუსი თბილისის 8 ქუჩას მიენიჭა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – ალექსანდრე დიუმას ქუჩა- უშუალოდ კალისტრატე ცინცაძის ქუჩას უკავშირდება.