ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების მიზნით, “პატრიოტთა ალიანსი” ხელმოწერებს აგროვებს

619

წინა სტატია

“პატრიოტთა ალიანსი” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით, დეპუტატების ხელმოწერებს აგროვებს.

როგორც “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი ლომიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება და მისი პარტია ამ ხელმოწერებს შეაგროვებს.

„იმედი გვქონდა, რომ დღეს, პლენარული სხდომა ჩატარდებოდა და სხდომაზე 76 ხმის მოგროვება გაგვიადვილდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სხდომა გააუქმეს. ამის შესახებ დილით გავიგეთ. სია ამოვიღეთ, ვინც მხარი დაუჭირა და ინდივიდუალურად გვიწევს კონტაქტი და ხელმოწერების შეგროვება. იმედია, ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი გონს მოვა და არ დააყენებს ქვეყანას რეალური კრიზისის წინაშე და პროექტს მხარს დაუჭერენ. არ მგონია, აქციების ფონზე რომელიმე დეპუტატმა გაუძლოს, თუნდაც ხალხის ფსიქოლოგიურ ზეწოლას და პროექტის წინააღმდეგ წავიდეს. თუ აქცია არ იქნება საკმარისი, დეპუტატებს დესტრუქციას საკუთარ რეგიონებში ხალხი მოუწყობს“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

გუშინ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტს იგივე ინიციატივით მიმართავს, რომელიც დეპუტატებმა დღეს ჩააგდეს. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ  იქნება მცირედი ცვლილება – 0%-იანი (0.67%) ბარიერის ნაცვლად იქნება 0.7%.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

“ოცნების” მიერ ჩაგდებული კანონპროექტის გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს.