ქუთაისის მერია 50 000 ლარის ღირებულების პროექტების ზედამხედველობაზე მილიონ ლარს დახარჯავს

1167

ქუთაისის მერიამ მილიონ ლარიანი ტენდერი (190021583)გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების თანახმად, მერია ამ თანხით ზედახედველობის მომსახურეობას ყიდულობს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

ტენდერში ვკითხულობთ, რომ 2020-2021 წლების განმავლობაში ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე, 2019 წელში დაწყებული მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება მოხდება.

პირობების თანახმად, საზედამხედველო კომპანიამ უნდა აწარმოოს ყოველ კონკრეტულ ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების, აგრეთვე ტექნიკური დავალებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა  უზრუნველყოს ტექნიკური ზედამხედველობის დაწყებ ყოველ კონკრეტულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დაწყების თაობაზე შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში.

წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დასრულდება.

შესყიდვა არქიტექტურულ და მასთან დაკავშირებული მომსახურებების კატეგორიას მიეკუთვნება.