ახალციხეში შეაკეთეს ატრაქციონი, საიდანაც ბავშვი ჩამოვარდა

503

წინა სტატია

14 ნოემბერს ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაზიანებული ატრაქციონი შეაკეთეს. საქანელა რომელშიც ბავშვი იჯდა, რამდენიმე დღის წინ ჩამოვარდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

საქანელა კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა “სამხრეთის კარიბჭეს” ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ შეაკეთეს. დაზიანებული რკინის კონსტრუქცია საყრდენ ბოძებზე შეადუღეს.

თამარაშვილის ქუჩაზე ატრაქციონის ჩამოვარდნის ამსახველი ვიდეო, ერთ–ერთმა მოქალაქემ გადაიღო. კადრში ჩანს, თუ როგორ ქანაობს ბავშვი საქანელაზე, შემდგომ კი ეს კონსტრუქცია ძირს ვარდება. აღნიშნულ სკვერში საქანელა ხშირად ზიანდება.