რა გაკეთდება ახალქალაქში რეგფონდიდან მიღებული 3 138 001 ლარით

67

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი 3 138 001 ლარი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სამი პროექტის ჯამური ღირებულება 3 303 158 ლარია, აქედან მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 165 157 ლარი.

თანხა ასე გადანაწილდა:

ვაჩიანი – ოკამის გზის რეაბილიტაცია – 1 695 932 ლარი;
არაგვა – ზაკვი – ბუღაშენის გზა – 405 000 ლარი;
სულდა – მიასნიკიანის გზის რეაბილიტაცია – 1 202 226 ლარი;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სამივე პროექტი მზადაა, რეგფონდიდან თანხის გადმორიცხვის შემდეგ, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.

„ეს არის გეგმა, შესაძლოა თანხა შეიცვალოს, ან რომელიმე პროექტი არ დაფინანსდეს, ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან”, – განმარტავენ თვითმმართველობაში.