გორის ქარის ელექტროსადგური 14.4 მილიონ დოლარად გაიყიდა

634

საქართველოს პირველი ქარის ელექტროსადგური გაიყიდა. პრივატიზების შედეგად, ელექტროსადგური საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის “საქართველოს კაპიტალის” შემადგენლობაში არსებული კომპანია გახდა.

ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ გამოაცხადეს.

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ-ია.

ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს მიიღეს. სადგურის სიმძლავრე 20.7 მეგავატია.