მცხეთაში ახალი ნავსადგური გაიხსნა

848

მცხეთაში ახალი ნავსადგური გაიხსნა, საიდანაც სანაოსნო ტურები განხორციელდება. ტურისტებს მცხეთის და საქართველოს ისტორიას 15 ენაზე გააცნობენ. ნავსადგური მტკვრისა და არაგვის შეერთების კუთხეშია განთავსებული. სანაოსნო ტური 30 წუთი გრძელდება.

ახალ ნავსადგურში ფესტივალ „არტ-გენის“ რეგიონული ტური გაიმართა. ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის გამოფენა, ასევე გაიმართა მცხეთა – მთიანეთის რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

წყარო: 1tv.ge

ფოტო: 1tv.ge