#გადამგდებიოცნება – ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია დაიგეგმა

413

#გადამგდებიოცნება – ამ სლოგანით, დღეს 19:30 წუთზე ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობა კიდევ ერთხელ გადააგდო და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო.

“პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი და ქართველი ხალხის ინტერესი მისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია”- წერია აქციის ორგანიზატორების მიერ შექმნილ ფეისბუქ გვერდზე.