გია ვოლსკი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს თავისუფალი კენჭისყრა იქნება

419

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, პარლამენტში დეპუტატები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას თავისუფელი კენჭისყრის შაშუალებით მისცემენ ხმას.

“პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე ხმაური არ ყოფილა და მოხდა საკითხის კიდევ ერთხელ განხილვა.

“რატომღაც მოველოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა სწრაფად დამთავრდებოდა. აქ რომ დგას ხალხი სასტვენებით… ამან დაბულინგების სახე მიიღო, რამაც ზოგიერთი ჩვენი კოლეგის გაღიზიანება გამოიწვია. ბევრი საკითხიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იყოს თავისუფალ კენჭიყრა. არ ველოდები რომ ჩავარდება. [შეხვედრაზე] ხმაური არ ყოფილა, საკმაოდ საქმიანი შეხვედრა იყო,”- აცხადებს ვოლსკი.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ორგზის გადადებული კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 14 ნოემბერს უნდა შედგეს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორ 93 დეპუტატს შორის თავადაც არიან.