თვეზე მეტია, მერია ეძებს კომპანიას, რომელიც გორის ციხეზე დროშებს დაამონტაჟებს

68

გორის ციხეზე საქართველოს ეროვნული დროშების დამონტაჟების მიზნით, მერიამ უკვე მეორე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

პირველად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა, რის გამოც ახალი დროშები ამ დრომდე არ დამონტაჟებულა.

გორის მერიამ 3 დროშის დამონტაჟებისთვის 13 690 ლარი გაითვალისწინა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.