ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი 2.1 მილიონი გზების მოასფალტებას მოხმარდება

50

2020 წელს, ადიგენი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2 128 335 ლარს მიიღებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

როგორც ადიგენის მუნციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, 2 128 335 ლარით ორ სოფლამდე მისასვლელი გზა მოასფალტდება.

ბენარის გზის რეაბილიტაციისთვის 1 289 870 ლარია განსაზღვრული, აქედან 217 312 ლარს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია დაამატებს.

რაც შეეხება ხევაშენი–ნაქურდევის გზის მოასფალტებას, ამისთვის 1 269 690 ლარია გათვალისწინებული, აქედან 213 913 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.