ხმალაძე: თბილისში ათასობით „ხრუშჩოვკა” გვაქვს და ბიუჯეტმა რომ დაიწყოს მათი ჩანაცვლება, არც მიზანშეწონილია და არც ეფექტური

57

თბილისში ათასობით „ხრუშჩოვკა” გვაქვს და ჩვენ თუ წავედით იმ მიმართულებით, რომ ბიუჯეტმა დაიწყოს მათი ჩანაცვლება, არც მიზანშეწონილია, არც ხარჯების მხრივ არის ეფექტური, ვერც ბოლოში გავალთ და ვერც ბიუჯეტი გასწვდება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, საუბარია სწორი ბიზნეს მოდელის შემუშავებაზე იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში ბიზნესსექტორმა დაიწყოს “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლება და ეს არ მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ინტენსივობის გაზრდის ხარჯზე.

„ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს ვითვალისწინებთ, რომ მოხდეს კრიტიკულად ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია. ამ პროგრამას მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ახორციელებს და გაგრძელდება განხორციელება. რაც შეეხება ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლებას, ეს სრულიად განსხვავებული საკითხია და ამას ბიუჯეტი ვერ დაარეგულირებს, რადგან თბილისში ათასობით “ხრუშჩოვკა” გვაქვს და ჩვენ თუ წავედით იმ მიმართულებით, რომ ბიუჯეტმა დაიწყოს მათი ჩანაცვლება, არც მიზანშეწონილია, არც ხარჯების მხრივ არის ეფექტური, ვერც ბოლოში გავალთ და ვერც ბიუჯეტი გასწვდება. ამ საკითხზე როდესაც ვსაუბრობდით, ლაპარაკი იყო სწორი ბიზნეს მოდელის შემუშავებაზე იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში ბიზნესსექტორმა დაიწყოს „ხრუშჩოვკების” ჩანაცვლება და ეს არ მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ინტენსივობის გაზრდის ხარჯზე. მე ამ ეტაპზე ჯერ კიდევ სამუშაო პროცესში ვიმყოფები ჩემს გუნდთან ერთად იმისთვის, რომ ავარიული კორპუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გარკვეულ კონსენსუსს მივაღწიოთ და გარკვეული მოდელი ჩამოყალიბდეს. როგორც კი ეს მოდელი გვექნება, დამატებით გაგაცნობთ”, – განაცხადა ხმალაძემ.