სენაკში, ფონდი “ქართუს” მხარდაჭერით ხორავას სახელობის თეატრის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

1201

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით ხორციელდება.

ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა. ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია.

რესტავრირება ჩაუტარდა და აღდგა კედლის უნიკალური მხატვრობა.

დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარე განათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები.

თეატრში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.

სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, თეატრი შეძლებს უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებას და უმასპინძლებს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს.

თეატრის შენობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია თავისი არქიტექტორული, კულტურული და ისტორიული ღირებულებებით, 1953-59 წლებში არქიტექტორმა ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძემ დააპროექტა.