ჭიათურის სოფელ მორძგვეთს ახალი საავტომობილო გზა აქვს, მშენებლობაზე 1,7 მილიონი დაიხარჯა

35

სოფელ მორძგვეთს ახალი საავტომობილო გზა აქვს. ჭიათურა-მორძგვეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდა. სამუშაოების შედეგად მოასფალტდა გზის 6500-მეტრიანი მონაკვეთი, რის შედეგადაც სოფლის მაცხოვრებლებისთვის მუნიციპალურ ცენტრთან დაკავშირება გაუმჯობესდა.

ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილე დავით ბიწაძესთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ჭიათურის მერი სოფელ მორძგვეთის მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან ერთად გზის მშენებლობის მნიშვნელობზე ისაუბრა. მოსახლეობამ ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ჭიათურა-მორძგვეთის გზის მშენებლობაზე 1 750 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს “ქროსფოინთმა” შეასრულა.