თელავის საკრებულოს შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება

60

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2020 წლის მაისში ჩატარდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ზაქარია ყარასაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება.

,,ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიიღო ცნობად საკრებულოს გადაწყვეტილება. შუალედური არჩევნები მაისში იქნება. კონკრეტულ თარიღზე გამოიცემა განკარგულება არჩევნებამდე 50 დღით ადრე”,  განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.