ჭიათურაში შუქრუთის მაღაროსთან მოსახლეობა აქციას მართვს

791

ჭიათურაში შუქრუთის მაღაროსთან მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შესასვლელში დგანან და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” მადნეულის მოპოვების საშუალებას არ აძლევენ. ინფორმაციას იმედნიუსი ავრცელებს.

მათი თქმით, მანგანუმის მოპოვების შედეგად მიწა ცურავს, რის გამოც დაბზარულია მათი საცხოვრებელი სახლები და ეკლესია.

მოსახლეობის ინფორმაციით, კომპანია ზარალის ანაზღარებას დაზარალებულებს თვენახევრის წინ დაჰპირდა, თუმცა პირობა დაარღვია. ადგილობრივები დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ. აქცია სოფელ შუქრუთში მეხუთე დღეა მიმდინარეობს.