6-თვიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ თბილისის N126 ბაღის გამაგრება დასრულდა

1052

თბილისის N126 ბაგა-ბაღმა 6-თვიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, აღსაზრდელები მიიღო. საბავშვო ბაღის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო – მისი დერეფანი დარღვევით იყო ამოშენებული, რაც საფრთხეს წარმოადგენდა კონსტრუქციული მდგრადობის თვალსაზრისით. მძიმე მდგომარეობაში იყო სააღმზრდელო ჯგუფების ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები. გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტის პარალელურად, განხორციელდა შიდა სამღებრო სამუშაოებიც, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობის, სახანძრო უსაფრთოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები. რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა ბაღის ეზოს გზის საფარი, მოეწყო რამდენიმე სათამაშო მოედანი და სასეირნო სივრცეები.

საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ სააღმზრდელო წელი გასართობი ღონისძიებით განაახლა. პრეზენტაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ასევე, რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდა.

“ჩვენ მიმდინარე წელს 11 საბავშვო ბაგა-ბაღის გამაგრება-რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროექტები დავიწყეთ და მათ შორის იყო N126 ბაგა-ბაღი, რომლის შენობაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. რამდენიმეთვიანი პროექტი დავასრულეთ და დღეს ჩვენ გვაქვს კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო, ნათელი ჯგუფები და სივრცეები, რომელიც აღარ წარმოადგენს საფრთხეს ბავშვებისთვის,“ – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.