თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

974

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

“აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზის ხევში .

დღესვე, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან – გია გულუას მოედნამდე და ჯავახეთის ქუჩაზე. სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – აცხადებენ მერიაში.