ოზურგეთის საკრებულომ 2020 წელს დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები დაამტკიცა

1056

ოზურგეთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020 წელს რეგიონებში განხორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა დაამტკიცა.

სულ 1ო პროექტია: ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით ბოგილას გზის რეაბილიტაცია;

ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის გზიდან სოფელ შრომის (ეკალდიდი)-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია;

შემოქმედის ცენტრიდან მონასტერთან და სასაფლაოსთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ნაღობილევის (N4 უბანში) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

შეკვეთილში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები(მეორე ეტაპი);

კურორტ ურეკის შემოვლითი გზის(უსკალეიკის) გზის რეაბილიტაცია;

სოფელი შრომა(ჩირე) ურეკი გრიგოლეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის შიდა სახელმწიფოებრივი გზის კმ 44-დან სოფელ ბოხვაურის ცენტრის გავლით შემოქმედი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელ გზამდე გზის რეაბილიაცია;

სოფელ მთისპირი-ასკანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

ასკანის თემში, სოფელ მზიანის შიდა გზის რეაბილიტაცია.

განკარგულება ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.