აბაშის სოფლებში – მარანსა და ქოლობანში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დაფინანსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

671

აბაშის მუნიციპალიტეტის მარნისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შერჩეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია.

ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვისაც მარნის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 33, 947 ლარი გამოიყო.

სოფელ მარანში: გარე განათების მოწყობა, შიდა ხრეშოვანი გზების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღისათვის ინვენტარისა და ელექტროტენიკის შეძენა.

სოფელ მარანჭალაში: გარე განათებისა და ჭაბურღილის მოწყობა, შიდა ხრეშოვანი გზების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღისათვის ინვენტარისა და ელექტროტენიკის შეძენა.

ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 51, 924 ლარი დაიხარჯა: სოფელ ქოლობანში სკვერის მოწყობა; სოფელ ბულვანში: გარე განათებისა და სკვერის მოწყობა; სოფელ გუგუნაყათში: სასაფლაოს შემოღობვა, გარე განათების მოწყობა.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში, შვიდი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ქოლობანში კი ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტი.