გორის მერიამ გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა

47

გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციოდ მერიამ 128 057 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რეაბილიტაციის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ დარბაზს არ აქვს თერმო ბარიერი, რომელიც ზამთარში გათბობის ეფექტურობას უზრუნველყოფდა.

ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოები 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოესწროს.