ახალციხის ციხე ხუთმა თანამშრომელმა დატოვა

77

წინა სტატია

ა(ა)იპ ახალციხის ციხიდან ტექნიკური სამსახურის ოთხი, ტურიზმის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან კი ერთი თანამშრომელი წავიდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტურისტული სეზონი დასრულდა, სამსახურიდან კი დროებით ის თანამშრომლები წავიდნენ, რომლებსაც ხელშეკრულება ოქტომბრის ბოლომდე ჰქონდათ გაფორმებული.

“ეს ადამიანები ციხეზე გამწვანების და წყლით მომარაგების კუთხით მუშაობდნენ. ამ ეტაპზე ისინი საჭირო აღარ არიან. გაზაფხულზე ისევ გავუფორმებით ხელშეკრულებებს“,–ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ა(ა)იპ ახალციხის ციხიდან ოთხი თანამშრომელი წავიდა. სამსახური დატოვა ტექნიკური სამსახურის სპეციალისტმა, ექსკურსიამძღოლმა და ბავშვთა ოთახის ორმა მეთვალყურემ.