გორის ქუჩებში დეკორატიული ურნები დაიდგა

1088

გორში 50 დეკორატიული ურნა ახლად რეაბილიტირებულ გოგებაშივილის ქუჩაზე, სტალინის სახლ-მუზეუმის, შიოს წყაროს და ბარათაშვილის სკვერებში, ასევე ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდა.

სააგენტოს ინფორმაციით დეკორატიული ურნები, უახლოეს პერიოდში ქალაქის მასშტაბით ყველა ქუჩაზე განთავსდება.

“უახლოეს პერიოდში ურნების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და ქალაქის მასშტაბით დამატებით 200 ცალი მცირე ზომის ურნა განაწილდება. გარდა ამისა, მოხდება არსებული ურნების განახლება, რომელიც საჭიროების შესაბამისად ქალაქში ქუჩებში და სკვერებში განთავსდება, – ნათქვამია გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.