2019 წლის 10 თვეში დაცულ ტერიტორიებს 1 130 400 ტურისტი ეწვია

51

2019 წლის ოქტომბრის თვეში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა.

2019 წლის 10 თვის მონაცემებით კი ტერიტორიებს 1 130 400 ტურისტი ეწვია, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორების 49% -ქართველი, ხოლო 51% უცხოელი იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 14%-ით.

2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ყაზბეგის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონს, პრომეთეს მღვიმეს, ოკაცეს კანიონს და თბილისის ეროვნულ პარკს ეწვია.

2019 წლის 10 თვის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 935 7649 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 11%-ით არის გაზრდილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. მიმდინარე წელს, ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნა, სადაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ვიზიტორთა ცენტრი აშენდა. ადგილზე ასევე ფუნქციონირებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ყველაზე გრძელი – 700-მეტრიანი ზიპ-ლაინი. ბუნების ძეგლი ვიზიტორებს მაისის თვიდან მასპინძლობს და 6 თვეში მას 21 000 ადამიანი ესტუმრა.