კაფე „რვაფეხა“ ბათუმის ბულვარს გადაეცა

53

ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე „რვაფეხა“, იგივე „ფანტაზია“, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარგებლობის უფლებით ბათუმის ბულვარს გადასცა. სწორედ ბულვარის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, ზუსტად რა სახის ობიექტი განთავსდება შენობაში.

ბათუმის ბულვარი იჯარის წესით გასხვისების მიზნით ელექტრონულ აუქციონს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

„ახალი ამბავია, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა პირობებით მოხდება შენობის იჯარის წესით გაცემა. სავარაუდოდ, ის იქნება კვების ობიექტი. ზუსტ პირობებზე მუშაობა მალე დაიწყება“, – განაცხადეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

“რვაფეხას“ რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის მაისში დასრულდება, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი “ქართუ“ აფინანსებს.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმში 1981 წელს გაიხსნა და მალევე გახდა პოპულარული. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მან ფუნქციონირება შეწყვიტა.