ზუგდიდში უძრავი ქონება 1,2 მილიონ ლარად იყიდება

57

ზუგდიდში, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში (ენგურ-ქაღალდ კომბინატი), ჯანაშიას ქუჩაზე იყიდება 46 ათას 654 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები. საწყისი საპრივატიზაციო ფასი მილიონ 200 ათასი ლარია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

მიწის მესაკუთრე სახელმწიფოა და არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში “ლაივპრესს” უთხრეს, რომ ეს უპირობო აუქციონია. ერთადერთი, შენიშვნაში აღნიშნულია, რომ საპრივატიზებო ობიექტზე გადის დაურეგისტრირებელი (ელექტროგადამცემი ხაზი) ხაზოვანი ობიექტი. მყიდველმა კი შეძენილ ობიექტზე სამუშაოები უნდა განახორციელოს.

“ვინც მოიგებს ვაჭრობას, ის გახდება ქონების მესაკუთრე და გამოიყენებს ნებისმიერი დანიშნულებით, რასაც ითვალისწინებს განაშენიანების რეგულირების გეგმა. სავარაუდოდ ძველი საწარმოს კონსტრუქცია ჩანს”, – აცხადებენ სააგენტოში.