ორბელიანის მოედანზე 1 285 000 ლარიანი ყვავილების პავილიონის მოწყობა დასრულდა

1028

პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“, რეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე ყვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

როგორც BM.GE-ის „თბილისის განვითარების ფონდში“ განუცხადეს, პროექტის ღირებულებამ 1 285 000 ლარი შეადგინა, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ყვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ განახორციელა. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 5 თვეში დასრულდა.

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, თბილისს 3 ახალი, მოწესრიგებული ყვავილების პავილიონი შეემატა, სადაც თვითდასაქმებული 90-მდე მეყვავილე უსასყიდლოდ შეძლებს ახალ სივრცეში საქმიანობის გაგრძელებას. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა ორბელიანის სკვერში საბავშვო მოედანიც.