თბილისს ISUZU-ს და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი შეემატა

536

მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისს ISUZU-ს და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი შეემატა.

6 ნოემბერს ახალი ავტობუსები N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ, ხოლო 8 ნოემბერს – N1, N31, N124 მარშრუტებზე. ხოლო 12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები N19, N57, N80 და N122 მარშრუტებზე იმოძრავებენ.

ახალი ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.

“ჩვენ წლის ბოლომდე კიდევ ველოდებით ავტობუსების დამატებით რაოდენობას. რა თქმა უნდა, მოსახლეობას მაგასაც წარვუდგენთ. ინფორმაცია ყოველთვის გექნებათ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ქალაქის მაჯისცემაზე გექნებათ ხელი დადებული. ყველა იმ პროექტზე მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც ქალაქში ხორციელდება. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვეცდებით მოგაწოდით სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე ვართ, რა პროექტი ხორციელდება, რა რეფორმებს გავატარებთ იმისათვის, რომ ეს მიმართულება დედაქალაქში იყოს მოწესრიგებული. მადლობა ყველას და ეს ლამაზი ავტობუსები მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების პარკის განახლების მიზნით, 2019 წელს 90 10-მეტრიანი MAN-ის და 220 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსები შეიძინა. ავტობუსების პარკების სრული განახლება წლის ბოლომდე დასრულდება.