Forbes-მა საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა

49

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Forbes-ის ჟურნალისტმა სტეფან რაბიმოვმა საქართველოში იმოგზაურა და მკითხველს ქართული ხელოვნება, საქართველოს მუზეუმები და გალერეები გააცნო.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველო მრავალსაუკუნოვანი კულტურით და ხელოვანების ახალი თაობით გამოირჩევა.

ამასთან, სტატიაში აღწერილია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც სტეფან რაბიმოვის თქმით, 300 000 უნიკალური ნივთი ინახება. ეს არის საქართველოს თეატრის, კინოს, ოპერისა და ბალეტის პოსტერები, ჩანაწერები, წიგნები, ფოტოები და ა.შ.

Forbes-ის სტატიაში აღწერილია მუზეუმში დაცული მე-16, მე-17 საუკუნეების სპარსული მინიატურები და მე-18 საუკუნის ფრანგული გრავიურები, ეროვნული გალერეა, სადაც ცნობილი ქართველი ხელოვნების ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და იაკობ ნიკოლაძის ნახატები და სკულპტურებია დაცული, ასევე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი და თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

ფოტო: Forbes