ბორჯომის მერია ექვს პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

608

საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსს ბორჯომის მუნიციპალიტეტი ექვს ადგილზე აცხადებს. განცხადებების შეტანის ბოლო ვადა 9 ნოემბერია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე ბორჯომის მუნციპალიტეტი ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე აცხადებს:

მეორადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი – სარგო 1 600 ლარი;

მეორადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი – სარგო 1 600 ლარი;

მონიტორინგისა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განყოფილების – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – სარგო 900 ლარი;

სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – სარგო 900 ლარი;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – სარგო 900 ლარი;

შიდა აუდიტის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – სარგო 900 ლარი.

კონკურსში წინადადებების მიღება ცხრა ივლისს დასრულდება. მონაწილეობისათვის კანდიდატმა განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით უნდა შეავსოს, ვებ-გვერდზე hr.gov.ge.

კანდიდატმა აპლიკაციის შევსების დროს უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსანტის განცხადება არ იქნება განხილული კონკურსის პირველ ეტაპზე.

კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს, განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

განცხადების ვადის ამოწურვის შემდეგ, კომისია წერილობით ან ელექტრონული ფორმით აცნობებს ყოველ კანდიდატს, მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.