გლდანის რაიონში 5 მისამართზე საბავშვო მოედანი უკვე მოეწყო, ხუთ მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს

794

გლდანის რაიონში ხუთ მისამართზე ბავშვთა გასართობი მოედანი უკვე მოეწყო, ხუთ მისამართზე კი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, გასართობი ზონები ხიზანიშვილის N57, იპოლიტე ივანოვის N12, გლდანის ა მიკრორაიონის N69, მეოთხე მიკორრაიონის N89-90-91, უწერის N9 ა კორპუსებთან მოეწყო და შესაბამისი საჭირო ინვენტარი განთავსდა.

ამასთან, მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ბავშვთა გასართობი მოედნების მოწყობა პირველი მიკრორაიონის N16-17 და N23 ა, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N19-22, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N42-43-44, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N11-13-14 კორპუსების მიმდინარეობს

სამუშაოებისთვის, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს “ექსიმ მეიდმა“ განახორციელა, 65 617 ლარი დაიხარჯა.

“მიმდინარე წელს ბავშვთა გასართობი მოედნები 26 მისამართზე განთავსდა”, – აცხადებენ გამგეობაში.