თბილისში ჩაქვის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

52

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჩაქვის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყო.

“საგზაო ინფრასტრუქტურა 600-მდე კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. აღნიშნული ქუჩა ცოტნე დადიანისა და მანჯგალაძის ქუჩებს ერთმანეთთან აკავშირებს. შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 40 000-მდე ლარი დახარჯა”, – განმარტავენ გამგეობაში.