თბილისში, პეკინის გამზირის N45-ში, ეზო კეთილმოეწყო

752

თბილისში, პეკინის გამზირის N45-ის ეზოში, საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კაუჩუკის საფარი დაიგო და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და ბავშვებთან ერთად, რომლებმაც გამგებელს ეზოს გალამაზება სთხოვეს, თარგების გამწვანებაში მიიღო მონაწილეობა. ასევე, თარგებში მულჩირების სამუშაოებიც განხორციელდა.

გარდა ამისამ მიმდინარე წელს, აღნიშნული ეზოს რეაბილიტაციაც განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

ორივე პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 70 912 ლარით დაფინანსდა.