ზესტაფონში 25 ათასზე მეტი ხე დაირგვება

554

ზესტაფონში “ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებით,  მეტალურგის დღე აღინიშნა და საზეიმო თარიღის ფარგლებში არაერთი ეკოლოგიური და გასართობი აქტივობა გაიმართა.  ერთ-ერთი მათგანი “გაამწვანე მომავალია“, რომელიც ზესტაფონში 25 ათასზე მეტი ხის დარგვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

მეტალურგებს პროფესიული დღე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქალაქის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ყველაზე ხანდაზმულ ფეროელს პროფესიული დღე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მიულოცა.

თანამედროვე ქართული მეტალურგია რეგიონის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ნიკოლაძის, სახელიდან იღებს სათავეს, რომელიც უკვე 86 წელია ვითარდება, ტექნოლოგიურად იხვეწება და გარემოსადმი სულ უფრო მეგობრული ხდება.