ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

54

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტი ითვალისწინებდა, როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულებამ დაახლოებით 3.4 მილიონი ლარი შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულა. უწყებაში აცხადებენ, რომ ზედაზნის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.