სუფთაა თუ არა ზღვის წყალი აჭარის აკვატორიაში?

675

სუფთაა თუ არა ზღვის წყალი აჭარის აკვატორიაში? ეს  ცნობილი  ორშაბათს გახდება. დღეს სპეციალისტებმა  სარფიდან ჩოლოქამდე პერიმეტრზე 64 სინჯი აიღეს. ზღვის წყლის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელზე კვლევა 6-7 კომპონენტს მოიცავს.

რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას, გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, 28 ივნისს ჩატარებული კვლევის თანახმად, აჭარის აკვატორიაში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. მათი ინფორმაციით წყალი განსაკუთრებით სუფთა გონიო-სარფი-კვარიათის სანაპიროზეა.
ზღვის წლის ხარისხის შესამოწმებლად მორიგი მონიტორინგი  10 დღეში ჩატარდება.

წყარო: აჭარის ტელევიზია