გორის ბაღების სააგენტოს სამმა კომპანიამ უჩივლა

64

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიმდინარე წელს, შესყიდვებში არსებული ხარვეზების გამო, 3-მმა კომპანიამ უჩივლა.

საჩივრების შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭომ განიხილა. 3 საჩივრიდან, 1 არ დაკმაყოფილდა, 1 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 1 კი სრულად დაკმაყოფილდა.

მომჩივან კომპანიებს შორის არის შპს “ჯი-ეს-სი GSC”, ასევე ინდივიდუალური მეწარმეები ვეფხვია სამხარაძე და თათია კაჭკაჭიშვილი.

რიგ შემთხვევებში, სააგენტოს მოუწია შეეცვალა გადაწყვეტილებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან დაკავშირებით.

მაგალითად, სკოლამდელი დაწესებულებებისთვის სკამების შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში სააგენტომ გამარჯვებულად ინდ.მეწარმე ოთარ ვალიშვილი გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტმა ინდ.მეწარმე ვეფხია სამხარაძემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის შემდეგაც, სააგენტო იძულებული გახდა გამარჯვებული კომპანიისთვის დისკვალიფიკაცია მიენიჭებინა.

საბოლოოდ, ტენდერში მომჩივანმა ინდ.მეწარმე ვეფხია სამხარაძემ გაიმარჯვა.