ქუთაისის მერია საპირფარეშოების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერს აცხადებს

57

წინა სტატია

ქუთაისის მერია საპირფარეშოების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერს აცხადებს. ქალაქის ცენრალურ ნაწილში არსებული საპირფარეშოები, რომლებიც გაუმართავი ფუნქციონირება წლების განმავლობაში პრობლემას წარმომადგენს, შესაძლოა თვითმმართველობის მიერე გაწეული ხარჯებით მოწესრიგდეს.

გამოცხადებული NAT190020622 ტენდერის ფარგლებში 9 ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციიის მომზადებაა დაგეგმილი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას  ნიკეას, მუხნარის,  ძელქვიანის, უქიმერიონის, ავტოქარხნის, ვაკისუბნის და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულების შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან ერთად ცენტრალურ ბულვარსა და წითელ ხიდთან არსებული საპირფარეშოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა დაევალება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 946 ლარს შესადგენს. წინადადებების მიღება 9-დან 12 ნოემბრის ჩათვლით მოხდება.

შეგახსენებთ, წლის დასაწყისში მერიამ საპირფარეშოები აუქციონზე გამოიტანა, თუმცა ობიექტის  შესყიდვის მსურველი არ გამოჩენილა.

საპირფარეშოების პრობლემა ქუთაისში არაერთხელ გააპროტესტეს. მოქალაქეებმაც თავიანც ინიციატივებში ერთ-ერთ საკითხად საპირეფარეშოების მოწესრიგების აუცილებლობა დაასახელა.