ახალგაზრდები თელავში კინოთეატრის გახსნას ითხოვენ

854
თელავში მცხოვრები ახალგაზრდები ქალაქსა და სოფლებში კინოთეატრის გახსნას ითხოვენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ისინი თვითმმართველობას მოუწოდებენ საკითხით დაინტერესდეს და მათი ჩართულობით სოფლებში გაიხსნას ახალგაზრდული ცენტრები, სადაც როგორც კინოჩვენების ასევე ღონისძიების დაგეგმვის და ჩატარების შესაძლებლობა იქნება.
“სკოლიდან რომ გამოვდივართ, წასასვლელი არ გვაქვს, რომ საღამოს შევიკრიბოთ, აზრები გავცვალოთ, დავაორგანიზოთ ღონისძიება, არ არის ამისი არც სივრცე, არც თავისუფალი ადგილი. სოფლებში ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა’’,– განუცხადა knews.ge-ს თელავში მცხოვრებნა ანა ჯანელიძემ.
ახალგაზრდები ითხოვენ, რომ თელავშიც გაიხსნას გასართობი დაწესებულებები.
,,კინომანი ვარ და ძალიან მინდა თელავში კინო იყოს, თუმცა კინომ როგორც ვიცი არ იმუშავა როდესაც ფუნქციონირებდა, იმიტომ რომ ახალგაზრდები არ დადიოდნენ. ამბობენ პიარი ეკლდაო. მეც მაგალითად გვიან გავიგე თელავში რომ კინო არსებობდა. ის ჩემთვის ერთ-ერთი განსატვირთი ადგილი იქნება და გასართობიც,’’- განაცხადა ადგილობრივმა ანა ხეჩიაშვილმა.