სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან

99

ახალციხეში ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების ორი პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. გადამზადება მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის სავალდებულოა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“მოხელის მენეჯერული უნარები“ და „ პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“, ასე ჰქვია აკრედიტებულ პროგრამებს, რომლების მიხედვითაც საჯარო მოხელეები უნდა გადაემზადონ. სატრენინგო პროგრამების გავლა ერთნაირად სავალდებულოა მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომლისთვის.

აკრედიტებული სატრენინო პროგრამები დღეს, 28 ოქტომბერს, ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ტრენინგ პროვაიდერის – ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების ცენტრის წარმომადგენლებმა გააცნეს.

“პირველი, მეორე და მესამე, მეოთხე რანგის მოხეელეებისთვის, ვინც დამწყებია საჯარო სექტორში ან იცვლის პოზიციას, უკვე ახალი კანონმდებლობით, ვალდებულება აქვთ, რომ ერთი წლის განმავლობაში, გაიარონ გადამზადება აღნიშული პროგრამებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მოჰყვა ამ პროგრამას ის არის, რომ პირველად ხდება საქართველოში სატრენინგო პროგრამების აკრედიტაცია. მათ ხარისხის შემოწმება პირველად გაიარეს. აკრედიტაციის საბჭო ჩატარდა ერთი თვის წინ და პირველივე საბჭოზე ჟვანიას სკოლამ წარადგინა ეს ორი პროგრამა“, – განმარტა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.

მისივე თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნული სატრენინგო პროგრამა სახელმეწიფო შესყიდვების მეშვეობით უნდა შეისყიდოს. ჟვანიას სკოლას აკრედიტაცია ქვეყნის ათ ლოკაციაზე აქვს აღებული, მათგან ერთ-ერთია ახალციხე: “ჩვენი პარტნიორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ახალციხეში ტრენინგების განსახორციელებლად მის ინფრასტრუქტურას გამოვიყენებთ. მეორე ლოკაცია ესაა ჟვანიას სკოლის ნინოწმინდის სასწავლო ცენტრი“.

პროფესიული გადამზადების ორი პროგრამის პრეზენტაცია ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პრეზენტაციას ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ: “ვფქირობ, რომ ეს პროექტი ნამდვილად წარმატებული იქნება ჩვენთვის, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის და აქტიურად უნდა ჩერთოს ამაში, როგორც საკრებულო, ასევე მუნიციპალიტეტის მერიები, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ბიუჯეტირება ან ამ წელს, ან მომავალ წელს“, – განმარტა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ორჯონიკიძემ.

ადმინისტრირების სკოლამ ორი პროგრამის, “მოხელის მენეჯერული უნარებისა” და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების” აკრედიტაცია სექტემბერში მოიპოვა.