ზემო ნიქოზის ქუჩებში ღამით განათება ჩაირთო

867

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში ქუჩები ღამით უკვე გაანათეს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში შუქდიოდური ნათურები დამონტაჟდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით ივნისში სულ 7 სოფლის ქუჩების განათება დაიწყო. ეს სოფლებია: ახალხიზა, ერგნეთი, ზემო ნიქოზი, კირბალი, უფლისციხე, ფლავი და ღვარები.

ჯამში, სამუშაოს ღირებულება 270 000 ლარია.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი