ხულოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

641

მაღალმთიან აჭარაში, ხულოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელიც 77 სოფლის 23 ათასზე მეტ მოქალაქეს მოემსახურება. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისს მიიღებს, დღეიდან მათთვის ხელმისაწვდომია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა, 24-საათიანი უფასო უსადენო ინტერნეტი, Skype-ის ოთახი და საბანკო მომსახურება.

ცენტრის სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ.

საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა გახსნა. თეა წულუკიანის განცხადებით, აჭარაში იუსტიციის ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურა დასრულდა და იგი თანამედროვე, ევროპული ტიპის შენობებმა, საზოგადოებრივმა ცენტრებმა ჩაანაცვლა. საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნის შემდეგ კონცერტი გაიმართა