საჯარო უწყებების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდების გატეხვაზე გამოძიება დაიწყო

754

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

შსს–მ  საჯარო უწყებების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდების გატეხვაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

კომპანია “პროსერვისის”  ინფორმაციით, მათ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მიმდინარეობს, რის შედეგადაც ამ დროისათვის 2 000-მდე ვებსაიტია დაჰაკული, ეს რაოდენობა კი იზრდება.