ქუთაისის მერია 2 ჯიპის შესაძენად 71 000 ლარს გადაიხდის

788

წინა სტატია

ქუთაისის მერიისათვის ჯიპების შესაძენად რამდენიმე ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ გამარჯვებული გამოვლინდა. ელექტრონულ ტენდერში ფიზიკურმა პირმა ალექსი გელაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც ქუთაისის მერიისათვის 2 მაღალი გამავლობის ავტომობილს შეისყიდის.

ქუთაისის მერიამ ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა და ყოველ ჯერზე ფასი გაზრდა.  ავტომობილების შესაძენად მერიამ თავდაპირველად 62 000 ლარი გამოყო, შემდეგ კი თანხა 69 ათას ლარამდე გაზარდა.

ამჯერად ტენდერის სავარაუდო ღირებულება 74 000 ლარს შეადგენდა, თუმცა ხელშეკრულების 71 000 ლარზე გაფორმდა.