პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის განხილვა იწყება

790

საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეიდან საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე  პარლამენტში იმსჯელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ დრომდე სადავო და შეუთანხმებელ საკითხებზე უნდა იმსჯელონ. ინფორმაცას იმედინიუსი ავრცელებს.

“ამ საკანონმდებლო ცვლილებების არსი საარჩევნო სისტემის შეცვლაა. შესაბამისად, ვიწყებთ ამ საკითხის იურიდიულ კომიტეტში განხილვას. ამ ცვლილებას საპარლამენტო ოპოზიციის მაღალი მხარდაჭერა დასჭირდება, რათა ჩვენ საარჩევნო სისტემა შევცვალოთ და ეს ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში აისახოს“, – აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

ამასთან ერთად, სამუშაო ჯგუფი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის პარტიების დაფინანსებასა და სარეკლამო დროის გადანაწილებაზე უკვე შეთანხმდა. საარჩევნო კანონმდებლობის ძირითადი რეფორმა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, არჩევნებში მონაწილე პარტიები მიღებული ხმების გათვალისწინებით დაფინანსდებიან, თუმცა პატარა და საშუალო პარტიები გაძლიერებისთვის დამატებით დაფინანსებასაც მიიღებენ. უფასო სარეკლამო დროით კი პარლამენტში 3%-ით შესული პარტიები ისარგებლებენ.